Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    123
    2 h

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა

    უნდა გაირკვეს, შედეგს მოიტანს თუ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას - კობახიძე დიუშენის პრეპარატზე
    Details
    პოლიტიკა
    123
    33 m

    უნდა გაირკვეს, შედეგს მოიტანს თუ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას - კობახიძე დიუშენის პრეპარატზე

    ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული  პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
    Details
    პოლიტიკა
    150
    40 m

    ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

    Details
    პოლიტიკა
    157
    48 m

    "გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული" - პრემიერი

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    3321
    2 w

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    50772
    10 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    64271
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    39668
    6 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    პატრიარქთან იყო შედეგიანი შეხვედრა, მოგვისმინა, განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია - დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი
    Details
    საზოგადოება
    107
    2 h

    პატრიარქთან იყო შედეგიანი შეხვედრა, მოგვისმინა, განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია - დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი

    სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება
    Details
    სამართალი
    139
    22 m

    სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება

    ოკუპირებულ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა
    Details
    საზოგადოება
    143
    12 m

    ოკუპირებულ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა

    უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, პანკისის ხეობაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    107
    11 m

    უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, პანკისის ხეობაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ეკონომიკა
9 m
1332

კარტოფილი, ზეითუნის ზეთი, ყავა - რომელი პროდუქტები გაძვირდა კლიმატის ცვლილების გამო?

ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ბოლო წლებში სურსათის ფასები მკვეთრად მატულობს, რაზეც წარმოების გაზრდილი ხარჯები და მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტები მოქმედებს, თუმცა, Environmental Research Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფასების ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამინდის ექსტრემალური პირობებიც.

მკვლევართა ჯგუფმა 18 ქვეყნის მასშტაბით 16 ისეთი საკვები პროდუქტი გამოავლინა, რომლებიც 2022-2024 წლებში უპრეცედენტო სიცხის, გვალვისა და წვიმიანობის გამო, ყველაზე მეტად გაძვირდა.

საქმე ისაა, რომ 2024 წელი პლანეტისთვის რეკორდულად ცხელი იყო, როცა გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ პირველად გადააჭარბა პრეინდუსტრიული პერიოდის საშუალო მაჩვენებელს 15℃-ით. საპირისპიროდ, უპრეცედენტოდ ძლიერი წვიმა და წყალდიდობები ფიქსირდებოდა დიდ ბრიტანეთში, პაკისტანსა და ავსტრალიაში. სწორედ ამინდის ეს პირობები აძვირებს საკვებ პროდუქტებს. მაგალითად, ექსტრემალურ ამინდს ნათესების განადგურება შეუძლია, რაც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს.

კვლევის თანახმად, 2024 წლის იანვრიდან თებერვლამდე დიდ ბრიტანეთში კარტოფილის ფასი 22%-ით გაიზარდა, რაც მკვეთრად წვიმიანი სეზონით იყო განპირობებული. გასული წელი დიდი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. მეცნიერების შეფასებით, უპრეცედენტო ნალექის ალბათობა აქ კლიმატის ცვლილების შედეგად 10-ჯერ გაიზარდა. მანამდე, 2022 წელს, ქვეყანაში ექსტრემალური სიცხის ტალღაც დაფიქსირდა, როდესაც ტემპერატურამ 40℃-ს პირველად მიაღწია. 2025 წელს კი ბრიტანეთს რეკორდულად თბილი გაზაფხული ჰქონდა.

ამასთან, 2024 წლის იანვარში, იტალიასა და ესპანეთში ზეითუნის ზეთზე ფასი წლიურად 50%-ით გაიზარდა, რასაც წინ უსწრებდა მწვავე გვალვა 2023 და 2022 წლებში. ცხელი და მშრალი ამინდის გამო, ესპანეთში, რომელიც მსოფლიო მარაგების 40%-ზეა პასუხისმგებელი, ზეითუნის ზეთის წარმოება 2022 წელს 50%-ით შემცირდა. მაღალმა ტემპერატურამ ზეთისხილის ხეები ყვავილობის პერიოდში გაანადგურა, გადარჩენილ მცენარეებზე კი ნაყოფი ნორმაზე მცირე ზომის გაიზარდა.

ექსტრემალურმა ამინდმა საკვების წარმოებაზე გავლენა იქონია ევროპის მიღმა ქვეყნებშიც. მაგალითად, უპრეცედენტო ტემპერატურები დაფიქსირდა სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში, რამაც საგრძნობლად გააძვირა კორეული კომბოსტო და იაპონური ბრინჯი. ბოსტნეულის წარმოების ფასები 80%-ით გაიზარდა აშშ-შიც, სადაც ამ პროდუქციის მთავარ მწარმოებელ შტატ კალიფორნიაში ექსტრემალურ გვალვას ებრძოდნენ.

ექსტრემალურმა სიცხემ გავლენა იქონია კაკაოსა და ყავის მწარმოებელი ქვეყნების კლიმატზეც, რამაც ორივე პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

კვლევაში, რომელიც ექვსი ევროპული კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით მომზადდა, ხაზგასმულია, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ფასნამატები საზოგადოებასა და სურსათის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი სწრაფად ადაპტირდეს ახალ გამოწვევებთან.

bm.ge

Share Article

More From ვერსია

  • დედაქალაქი

    26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

  • პოლიტიკა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა

  • საზოგადოება

    პატრიარქთან იყო შედეგიანი შეხვედრა, მოგვისმინა, განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია - დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი

  • სამართალი

    სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება

  • საზოგადოება

    ოკუპირებულ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა

  • კრიმინალი

    უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, პანკისის ხეობაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

  • ეკონომიკა

    აზერბაიჯანული გაზი შემდეგი 20 წლით "სოციალური ფასით" საქართველოს მიეწოდება - კობახიძე