საქართველოს ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედს მიღმა, ყველასგან გამორჩეული მისტიკური მხარე - თუშეთი მდებარეობს. იქ მისასვლელად მოგზაურს 72-კილომეტრიანი, კლდოვან ფერდობებზე გაჭრილი რთული გზა ელის.
ვინც ერთხელ მაინც გაბედა და ამ გზას დაადგა, ხვდება, რომ ყველაზე ფასეული ადგილები ხშირად ყველაზე რთულად მისადგომია.
თუშური თავგადასავალი აბანოს უღელტეხილის გავლით იწყება. ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, ღრუბლებს ზემოთ დაჯის კაფეა, თუში გოგო მოგზაურებს ცხელი ჩაითა და სახლის ჯემით უმასპინძლდება.
თუშეთის გზაზე, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 72 კმ-იან მონაკვეთზე, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც გადაადგილებას გაუადვილებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისითაც.
გზის ბოლოს მთიანი რელიეფით, მდინარეებითა და ალპური მინდვრებით განთქმული თუშეთია. განსაკუთრებით თვალწარმტაცი მთებში ჩამალული ომალოა, ტურისტებისთვის ლაშქრობა სწორედ აქედან იწყება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლებია საფეხმავლო ბილიკების განვითარების პროექტს ახორციელებს. სულ ცოტა ხნის წინ, თუშეთში 90 კმ სიგრძის, საფეხმავლო ბილიკები მოინიშნა.
ზღვის დონიდან 2000 მეტრზე სოფელი დართლო მდებარეობს, რომელიც ძველი თუშური ტიპის ნაგებობებითა და ფიქლის მშრალი წყობით ნაშენები სახლებითაა გამორჩეული. იდოიძეების ოჯახი ერთ - ერთია, ვინც თუშეთში ჩამოსულ მოგზაურებს მასპინძლობს და ადგილობრივ კულტურას აზიარებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თუშეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად მუშაობს, რომ ამ მხარის უნიკალური ბუნებისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ, უფრო მეტმა მოგზაურმა შეიტყოს.
ასე რომ, თუშეთი 2025 წლის ტურისტული სეზონის გახსნას თავგადასავლების მაძიებლებისთვის საინტერესო სიახლით ხვდება. ყველას, ვინც მისტიკურ მხარეში მოგზაურობას გადაწყვეტს, წინ საფეხმავლო ბილიკები, ავთენტური გარემო და დაუვიწყარი აღმოჩენები ელის.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი
რუსთავი 2