მარკეტინგული კამპანიები ქვეყანაში ცნობილი შეფ-მზარეულებისა და ტელეწამყვანების მოწვევით, თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცემებთან, საერთაშორისო გამოფენები და პრეს და გასტრო ტურები - ეს იმ ღონისძიებების სახეების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გასულ წელს ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში გატარდა. ამ ანგარიშით ირაკლი კობახიძე 27 ივნისს პარლამენტის წინაშე წარდგება.

2024 წელს სამთავრობო ანგარიშში ტურიზმში განხორციელებული აქტივობების შესახებ ღონისძიებებს შორის მოხვდა ზურაბ პოლოლიკაშვილის გენმდივნობის პირობებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში გაიმართა.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველომ უმასპინძლა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, რომლის თემატიკა იყო „ტურიზმი და მშვიდობა“. ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ეწვია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის 40 წევრი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300-ზე მეტი დელეგატი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სამთავრობო ანგარიშში, მარკეტინგული აქტივობების ხარისხიანი და მრავალფეროვანი შეთავაზებების ფორმირების მიზნით, 2024 წლის ივნისიდან 2025 მაისის ჩათვლით პერიოდში გატარებული ღონისძიებების ჩამოთლილი:

  • საქართველოს ესტუმრა ცნობილი შეფმზარეული, ჯეიმი ოლივერი. კამპანიის ფარგლებში, მომზადდა ვიდეორგოლები ქართულ გასტრონომიაზე, რომლებიც განთავსდა ჯეიმი ოლივერის ვებგვერდზე და სოციალურ მედიაში.
  • განხორციელდა მარკეტინგული კამპანია, რომლის ფარგლებში, საქართველოს ესტუმრა ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი, Bettany Hughes და მისი გადამღები ჯგუფი. მომზადდა ერთსაათიანი დოკუმენტური მასალა საქართველოს შესახებ „Treasures of Georgia“, რომელიც გაშუქდა ბრიტანულ ტელევიზიაში − „hannel 4“ და სოციალურ არხებზე.
  • საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. „გასტრონომიული გზამკვლევი საქართველოს შესახებ, ქვეყნის საუკეთესო ღვინის მარნები და კვების ობიექტები“ − აღნიშნული სათაურით გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ ონლაინპლატფორმაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
  • ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამოგზაურო მედია პლატფორმის Earthpix-ის გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. გადამღები ჯგუფი ეწვია ხევსურეთს, თუშეთს, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს.
  • მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია ავიაკომპანია ედელვაისთან.
  • საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მრავალმხრივი მარკეტინგული კამპანია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებსა და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას გულისხმობს. მარკეტინგული კამპანია დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს. ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ახალი კამპანიის ფარგლებში ადმინისტრაცია, British Airways-თან თანამშრომლობით, ლონდონის აეროპორტში საქართველოს შესახებ ეკრანებზე ვიდეორგოლებისა და ფოტოკოლაჟების ჩვენება მიმდინარეობს, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ 30-წამიანი ვიდეორგოლების ნახვა შეუძლიათ ავიაკომპანიის მგზავრებს ბორტებზე. ამ კამპანიის პარალელურად, საქართველოს შესახებ National Geographic ბრიტანული ბაზრისთვის სტატიებს ამზადებს.
  • დაიწყო საერთაშორისო მედიაჰოლდინგთან − Conde Nast ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია. კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში პოპულარული გამოცემები Vogue და GQსაქართველოს შესახებ ონლაინპლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ. Vogue-ისა და GQ-ის ფრანგული გამოცემები საფრანგეთის ბაზარს ფარავს, თუმცა სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში გაეცნობიან. კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია Vogue-ის ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო 15 საერთაშორისო გამოფენას: Top Resa - საფრანგეთი, TTG - იტალია, WTM - დიდი ბრიტანეთი, TT Warsaw - პოლონეთი, IBTM World - ესპანეთი, MATKA - ფინეთი, FITUR - ესპანეთი, Travel and Adventure Show - აშშ, OTM - ინდოეთი, EMITT - თურქეთი, BIT - იტალია, ITB Berlin - გერმანია, KITF - ყაზახეთი, ATM - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ITB China - ჩინეთი. ასევე გასტრო მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, მონაწილეობა მიიღო შემდეგ საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალებში: Madrid Fusión 2025 - ესპანეთი და The National Geographic Traveller Food Festival 2025 - დიდი ბრიტანეთი.
  • საქართველო წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, ლისაბონში Web Summit 2024-ზე, რომელსაც 70 000-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა მთელი მსოფლიოდან.
  • განხორციელდა 60 საერთაშორისო ტური, აქედან 48 პრეს და 12 გაცნობითი ტურიშემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, სერბეთი, ინდოეთი, ესპანეთი, ისრაელი, აშშ, ჩინეთი, ავსტრია, ბრაზილია, კორეა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, საბერძნეთი, პორტუგალია, თურქეთი, შვედეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩინეთი, კანადა, საუდის არაბეთი, იაპონია, შვეიცარია, ჩეხეთი, ბელგია, უნგრეთი.
  • საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის − EBS Korea-ს გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალის, სამთო კურორტების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. EBS Korea-ს, როგორც ონლაინპლატფორმას, ასევე ტელევიზიას მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ტურის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია სამხრეთ კორეაში და მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა სამხრეთ კორეიდან საქართველოში.
  • საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ, ცნობადობის ამაღლების მიზნით, განხორციელდა შემდეგი ქვეყნის გაცნობითი ღონისძიებები და B2B შეხვედრები: m&I Lisbon - პორტუგალია; Epex 2024 - არაბთა გაერთიანებული საემიროები; KBLT - Kingdom Business Luxury Travel - საუდის არაბეთი; M&i Sardinia - იტალია; M&I Bodrum - თურქეთი; ICCA Congress - არაბთა გაერთიანებული საემიროები; Meetings Arabia & Luxury Travel Congress (MALT) - არაბთა გაერთიანებული საემიროები; Pure Meetings & Events - საფრანგეთი; m&i Lake Louise - კანადა; MCE Congress - დიდი ბრიტანეთი; Amour Forum - იტალია; Imex Frankfurt - გერმანია; M&I Mykonos - საბერძნეთი.
  • საქართველოში ჩატარდა m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიება, m&i Tbilisi, რომლის ფარგლებში, საქართველოს ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
  • გაიმართა ღონისძიება B2B Summit by Tarifa, რომლის ფარგლებში საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო შემსყიდველი აღმოსავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია.
  • გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველომ უმასპინძლა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, რომლის თემატიკა იყო „ტურიზმი და მშვიდობა“. ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ეწვია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის 40 წევრი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300-ზე მეტი დელეგატი.
  • ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადდა 1000-ზე მეტი ადამიანი, 8 სხვადასხვა თემატიკაში.
  • განხორციელდა 17 პრეს და გასტრო ტური, და ასევე ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ფესტივალი „გემო ფესტი“ − იმერეთი, სამეგრელო; ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ − იმერეთი; „წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი“ − კახეთი; „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ − კახეთი; „ჯაზ ენდ ვაინ“ − კახეთი; „სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული“ − თბილისი; ფესტივალი „გიზ-გიზი“ − სვანეთი, გუდაური; სამთო-სათხილამურო ტურნირი „ზურულდის თასი“ − სვანეთი; ტურნირი „გოდერძის თასი 2025“ − აჭარა.
  • შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ტურისტული შესაძლებლობების ფართო მასშტაბით გავრცელების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა კამპანია − „მოიარე საქართველო“, რომელმაც მოიცვა საქართველოს შემდეგი რეგიონები: მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო.
  • მომზადდა ღვინის გზის მასპინძელი 23 ახალი ობიექტისთვის საპროექტო დოკუმენტაცია. ობიექტები გადანაწილებულია შემდეგ რეგიონებში: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა.
  • კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში მოინიშნა ჯამურად − 161,3 კმ სიგრძის ახალი საფეხმავლო ბილიკი, ხოლო უკვე მონიშნული ბილიკების 24 კმ-იანი მონაკვეთი ინფრასტრუქტურულად განახლდა.
  • განხორციელდა პროექტი „მზისკარი“, რომელიც მიზნად ისახავს გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტში ჩართულია სულ 10 ობიექტი საქართველოს შემდეგი რეგიონიდან: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო ქართლი.
  • ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, განხორციელდა ორი პროექტი: georgia.travel დავიზიტორების უკუკავშირის პროექტი. პორტალი Places.georgia.travel ხელს უწყობს ტურიზმის სექტორს, ეფექტიანად წარმოაჩინოს სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში. პორტალზე ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს, მოიძიოს და გამოიყენოს ტურისტული სერვისები მარტივად, ხოლო კერძო სექტორს შესაძლებლობა აქვს, ეფექტურად წარმოაჩინონ ბიზნესი. უკუკავშირის პლატფორმისსაშუალებით კი, ნებისმიერ დროს, როგორც ქართველ ასევე, უცხოელ მოგზაურს, შესაძლებლობა აქვს, დააფიქსიროს პოზიცია, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უკუკავშირის პლატფორმა ემსახურება ვიზიტორების მხრიდან მიღებული უკუკავშირის სწორ დამუშავებას, მნიშვნელოვანი საკითხების დროულ იდენტიფიცირებას და შემდგომი ეფექტიანი სამუშაო გეგმის შემუშავებას, არსებული გამოწვევების გაუმჯობესების მიზნით.

 

წყარო: bm.ge