მინესოტას წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მელისა ჰორთმანი და მისი მეუღლე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

 

მომხდარს გუბერნატორმა ტიმ უოლცმა მიზანმიმართული პოლიტიკური ძალადობა უწოდა.

 

მედიის ცნობით, თავდასხმის დროს კანონმდებლებია თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ და თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ერთი და იგივე პირია, რომელიც ამჟამად ძებნაშია.

პოლიცია ეჭვობს, რომ თავდამსხმელი სამართალდამცველის უნიფორმით გადაადგილდება. სამართალდამცავები ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.