Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
    Details
    პოლიტიკა
    156
    6 h

    ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა
    Details
    პოლიტიკა
    147
    6 h

    სასაზღვრო პოლიციის უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა

    “ეს არის დიდი რეგიონული ომის დასაწყისი” - რა შეიძლება მოჰყვეს ისრაელისა და ირანის დაპირისპირებას
    Details
    პოლიტიკა
    220
    7 h

    “ეს არის დიდი რეგიონული ომის დასაწყისი” - რა შეიძლება მოჰყვეს ისრაელისა და ირანის დაპირისპირებას

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
    Details
    პოლიტიკა
    446
    1 d

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    10292
    4 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

    Details
    ეკონომიკა
    1837
    1 w

    "ბაზისბანკი" "ლიბერთის" ყიდულობს - გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება

    Details
    ეკონომიკა
    10554
    4 m

    "ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება" - ირაკლი კობახიძე

    Details
    ეკონომიკა
    10720
    5 m

    "ბიზნესს არ შეექმნება პრობლემები, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი" - ირაკლი კობახიძე

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
    Details
    კრიმინალი
    293
    16 h

    იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

    33 წლის კაცი საკუთარ მანქანაში რამდენიმე გასროლით მოკლა და ავტომობილი მდინარეში ჩააგორა - დაკავებულია 2 პირი
    Details
    კრიმინალი
    309
    16 h

    33 წლის კაცი საკუთარ მანქანაში რამდენიმე გასროლით მოკლა და ავტომობილი მდინარეში ჩააგორა - დაკავებულია 2 პირი

    გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა საქართველოს 920 მოქალაქეს მიენიჭა
    Details
    საზოგადოება
    446
    1 d

    გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა საქართველოს 920 მოქალაქეს მიენიჭა

    მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სრული კალენდარი - ხვიჩა კვარაცხელია 15 ივნისს იწყებს
    Details
    სპორტი
    566
    2 d

    მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სრული კალენდარი - ხვიჩა კვარაცხელია 15 ივნისს იწყებს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: მსოფლიო ამბები
1 w
1703

ტრამპმა აშშ-ში ჩასვლა 19 ქვეყნის მოქალაქეებს სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა სრულად შეუზღუდა 12 და ნაწილობრივ 7 ქვეყნის მოქალაქეებს. გადაწყვეტილება ოფიციალურად ამოქმედდება 2025 წლის 9 ივნისიდან.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ 4 ივნისს ხელმოწერილ განკარგულებაში შეზღუდვის გადაწყვეტილება დასაბუთებულია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმთან ბრძოლის მიზნებით.

ტრამპის განკარგულების საფუძველზე აშშ-ში ჩასვლა სრულად აეკრძალათ ავღანეთის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეის, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის, იემენის და მიანმის მოქალაქეებს. განკარგულებაში მიანმა თავისი ძველი სახელით, ბირმითაა მოხსენიებული.

ნაწილობრივი შეზღუდვა ვრცელდება ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთის და ვენესუელის მოქალაქეებზე. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, თუმცა შენარჩუნებული აქვთ სამუშაო ვიზის ან ამერიკელ ნათესავებთან შეერთების მიზნით ვიზის მიღების უფლება.

4 ივნისს, ახალი განკარგულების ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ტრამპის განცხადებით, ვერ დაუშვებენ თავისუფალ მიგრაციას იმ ქვეყნებიდან, სადაც ვერ ხერხდება აშშ-ში გამგზავრების მსურველთა საიმედოდ და უსაფრთხოდ შემოწმება.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, არაერთი ტერაქტი მოაწყვეს უცხოელებმა, რომლებიც აშშ-ში ვადაგასული ვიზით იმყოფებოდნენ. მან მაგალითად მოიყვანა კოლორადოს შტატში ებრაული თემის მიერ ორგანიზებულ მსვლელობაზე 1 ივნისს მომხდარი თავდასხმა. ეგვიპტის მოქალაქემ, რომელიც აშშ-ში არალეგალურად ცხოვრობდა, მსვლელობის მონაწილეებს აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს დემოკრატმა პოლიტიკოსებმა. კონგრესმენ დონ ბაიერის განცხადებით, ტრამპის ცრურწმენები და შეუწყნარებლობა ამერიკელების ცხოვრებას უფრო უსაფრთხოს ვერ გახდის, ხელს უწყობს გახლეჩას და ძირს უთხრის შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიო ლიდერის პოზიციებს.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც, 2017 წელს გამოსცა განკარგულება და აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა კუბის, ჩადის, ირანის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სომალის, სუდანის, სირიის, ვენესუელის და იემენის მოქალაქეებს.

აკრძალვა სასამართლო დავის საგნად იქცა, თუმცა საბოლოოდ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება კანონიერად ცნო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2017 წელს ხელმოწერილი განკარგულება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა.

 

 

Share Article
VERSIA.GE