თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ფრანგი ევროდეპუტატი რაფაელ გლუქსმანი „დაბალი რანგის უსახელო პოლიტიკოსად“ მოიხსენია მას შემდეგ, რაც მან აშშ-ს „თავისუფლების ქანდაკების“ დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„ჩემი რჩევა უსახელო, დაბალი რანგის ფრანგი პოლიტიკოსისთვის იქნება ის, რომ შეახსენონ საკუთარ თავს, რომ მხოლოდ აშშ-ის წყალობით არის, რომ ფრანგები ახლა გერმანულად არ საუბრობენ, ამიტომ ისინი ძალიან მადლიერები უნდა იყვნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნა ლივიტმა.
ცნობისთვის, გლუქსმანმა მანამდე მიმართა ამერიკელებს, „რომლებმაც ტირანების მხარე აირჩიეს“ და მოუწოდა მათ, „დააბრუნონ თავისუფლების ქანდაკება, რადგან ის აღარ არის დემოკრატიული ღირებულებების ერთგული“. თავისუფლების ქანდაკების სკულპტორი ფრანგი ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდია. ქანდაკება იყო ფრანგი ხალხის საჩუქარი ამერიკელებისთვის და ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი.