პენტაგონის საიდუმლო მასალების გავრცელებისთვის 2023 წელს დაკავებული ჯეკ ტეიშეირა საკუთარ თავს „ამაყ პატრიოტს“ უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინის ომზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სიცრუე გამოავლინა.
საკუთარი დანაშაულის აღიარებასთან ერთად, ყოფილმა სამხედრომ თქვა, რომ იცოდა თავისი მოქმედების უკანონობის შესახებ, მაგრამ იძულებული იყო, ეთქვა სიმართლე, თუ როგორ ატყუებდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკელ საზოგადოებას უკრაინის ომთან დაკავშირებით.
„თუ მე გადავარჩინე თუნდაც ერთი ამერიკელი, რუსი ან უკრაინელი ადამიანის სიცოცხლე ამ უაზრო ფულის ომში, ჩემი სასჯელი ამად ღირდა“, – განაცხადა ჯეკ ტეიშეირამ.
ყოფილი სამხედროს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მსგავსად, იუსტიციის სამინისტროს მსხვერპლი გახდა.
ეროვნული გვარდიის წევრმა, ჯეკ ტეიშეირამ, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იყო მასაჩუსეტსის ბაზაზე, მოიპოვა წვდომა საიდუმლო მასალებზე, მათ შორის რუკებზე, სატელიტურ სურათებსა და აშშ-ის მოკავშირეების სადაზვერვო მონაცემებზე, შემდეგ კი ეს დოკუმენტები ონლაინ პლატფორმა Discord-ზე განათავსა. დოკუმენტებს შორის, რომლებიც მან დახურულ ჯგუფში მონაწილეებთან გააზიარა, იყო კონფიდენციალური ინფორმაცია უკრაინაში ომის შესახებ.
ჯეკ ტეიშეირა 2023 წლის აპრილში დააკავეს. გასული წლის ნოემბერში ბოსტონის ფედერალურმა სასამართლომ ჯეკ ტაიშეირას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.