ამ დრომდე პოლიცია ადგენს, რა გახდა 75 წლის პენსიონერის მკვლელობის მოტივი. უმძიმესი დანაშაულისთვის ტარიელ ქუტაშვილის შვილიშვილია დაკავებული. ერთ-ერთი ვერსიით, რასაც ადგილზე ყვებიან, დავა ბაბუასა და შვილისშვილს შორის ბინის გამო დაიწყო, რომელიც ორი წლის წინ პენსიონერმა მის ერთ-ერთ ქალიშვილს საჩუქრად გადაუფრომა.
დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევია. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით გორში მოხდა. როდესაც მეზობლებმა ხმაურის და ყვირილის გამო პოლიცია გამოიძახეს, ადგილზე მოსულებს პენსიონერი კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ახალგაზრდა მამაკაცი კი ცხელ კვალზე დააკავეს, რომელსაც, როგორც ყვებიან, სხეულზე სისხლის კვალი აღენიშნებოდა.
მკვლელობის საქმეზე დაკავებული 30 წლის მამაკაცი ბრალის წარადგენას გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება. ადვოკატმა ჯერ არ იცის, აღიარებს