ამერიკა-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას დაუყოვნებლივ განაახლებს.

"ჯიდაში მოლაპარაკებები დასრულდა: რა ვიცით ამ ეტაპზე?

* მოლაპარაკებები 7 საათი გაგრძელდა;

* უკრაინა თანახმაა 30 დღით სრულად შეწყვიტოს ცეცხლი;

* ახლა ამერიკა ამ შეთანხმებას რუსეთს წარუდგენს;

* ამერიკა განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას;

* ამერიკა ასევე განაახლებს შეჩერებულ სამხედრო დახმარებას;

* ამერიკის დელეგაცია იმედოვნებს რომ ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმებას რუსეთი დათანხმდება; *

მინერალებზე შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერიათ, მაგრამ ის დღისწესრიგში რჩება", - წერს Fox news-ის ჟურნალისტი, ნანა საჯაია.

„უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც ექვემდებარება რუსეთის მიერ მიღებას და ერთდროულად განხორციელებას. აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.