ქიზიყის ქუჩაზე, N33-ის მიმდებარედ, გზის საფარი იგება. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყობა 1547 კვ.მ ფართობის ტერიტორია, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 151 564 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.