ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის N66-დან N76-ის ჩათვლით,  გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 1 076 კვ.მ ტერიტორია კეთილმოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 130 683  ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.