რას გულისხმობს კანონი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების შესახებ, რაშიც გოგი წულაიას ადანაშაულებენ - ექსკლუზივი

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გოგი წულაია საპატიმროში უკვე რამდენიმე დღეა, შიმშილობს. როგორც მისმა ადვოკატმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, მისი მდგომარეობა დამძიმდა და სახიფათო გახდა. წუალაის შვილმა საგანგებო წერილიც გამოქვეყნა და აღნინა, რომ წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. 

„ვერსია“ საპატიმროში მყოფ გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარების გასარკვევად ადვოკატ ვალერი გელბახიანს ესაუბრა:

„გოგი წულაია საავადმყოფოშია, პალატაშია და უტარდება გადასხმები, წვეთოვანი კვება აქვს ჯერჯერობით და ვცდილობთ, როგორმე ნელ-ნელა კვებაზე გადავიდეს. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს და ალბათ, 10 დღე მაინც დასჭირდება ამ პროცედურებს.

საქმე სასამართლოს ჯერ არ გადასცემია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები როგორც ბრალდების, ასევე ჩვენი მხრიდანაც, ვაგროვებთ მტკიცებულებებს“- აცხადებს გელბახიანი. 

ადვოკატს ვკითხეთ, რა პასუხი აქვს წულაიას ასმათ დვალიშვილის ბრალდებებზე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ „ნანუკას შოუში“ დეტალურად ისაუბრა:

„დავაკვირდეთ, შთაბეჭდილებას როგორ ახდენს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ იურიდიული ნიშნების მიხედვით, ამ ქალს ისეთი არაფერი უთქვამს, რომელიც სექსუალური ხასიათის ქმედებებს შეიცავს. მთელი ერთი საათი ილაპარაკა, როგორ უნდოდა გოგის კოცნა და როგორ არ მიუშვა მან საკოცნელად. სექსზე საერთოდ ლაპარაკიც არაა, არც მის მცდელობაზე. ადამიანი კი დაპატიმრებულია სექსუალური დანაშაულისთვის, ქალი ამბობს არ ყოფილა არც სექსი, არც მცდელობა, კოცნაზე იყო საუბარიო და კოცნა როდის აქეთ არის დანაშაული?- ვინმემ მითხრას.

გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით ედება, რაც სექსუალურ სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ადვოკატს ვთხოვეთ, განემარტა, რას გულისხმობს აღნიშნული მუხლი:

„137-ე მუხლი არის გაუპატიურება, 138 არის გაუპატიურების ნიშნების გარეშე. იურიდიულ ენაზეც ასე წერია და სამედიცინო ენაზეც, რომ გაუპატიურება არის ერთი ადამიანის მეორე ადამიანის სხეულში შეღწევა სექსუალური ხერხებით და ფორმებით. სხვაგვარი ფორმა არის შეუღწევლად, ანუ სექსუალური აქტი და სექსუალური კონტაქტი განსხვავდება ერთმანეთისგან. კანონის საფუძველი არის სტამბოლის კონვენცია, ამ კონვენციაში ძალიან გასაგებად წერია, რა იგულისხმება სხვაგვარ ფორმებში. იგივე ჩამონათვალია, რაც არის გაუპატიურების შემთხვევაში, ოღონდ შეღწევის გარეშე. ანუ, მამაკაცი უნდა ცდილობდეს თავისი მამაკაცური საშუალებებით ქალის სექსუალურ ორგანოებში შეღწევის გარეშე სექსუალურ კონტაქტს. გოგის კი მსგავსი არაფერი ჩაუდენია, შარვალიც კი არ გაუხდია, მკერდზეც კი არ შეხებია. ეს ქალი ამბობს, ხელები დამიჭირა და კოცნა უნდოდაო, ეს დანაშაული არ არის“- აცხადებს ვალერი გელბახიანი.