რატომ გაუგრძელეს წინასწარი პატიმრობის ვადა ბრალდებულ ბაბუას და რატომ არ დევს საქმეში ექსპერტიზის დასკვნა - 13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმის ახალი დეტალები

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

13 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. სასამართლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის გადავადებას ითხოვს, ექსპერტიზის დასკვნა კი საქმეში ამ დრომდე არ დევს.   შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას ჩვენი ჟურნალისტური გუნდი ისევ აგრძელებს.

ახალი დეტალების გასარკვევად დავუკავშირდით ბრალდებულის ადვოკატ ზურაბ თოდუას. გთავაზობთ ინტერვიუს:

_ბატონო ზურაბ, პირველ რიგშიმ მაინტერესებს, რატომ გადაიდო სასამართლო  და რატომ არ დევს ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე საქმეში?

_ პროკურატურამ ითხოვა, წინა სასამართლოს ვადის გადადება, რომელიც 30 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო და ითხოვა პატიმრობის ვადის გაგრძელება კიდევ ორი თვით. საფუძვლად უთითებს იმას, რომ სამხარაულის საექსპერტო დასკვნა არ მოუწოდებიათ საქალწულე აპკის მდგომარეობის შესახებ. ეს მიზეზი არის სრულიად თითიდან გამოწოვილი, რამეთუ მოქმედი კანონმდებლობა ამის უფლებას არ აძლევს პროკურორს, რომ ამ საფუძვლით გააჭინაუროს საქმე და გაუგრძელოს პატიმრობის ვადა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ზეწოლის ქვეშ ჰყავთ მოსამართლე, რომელიც ცალსახად იმეორებს და არც ერთ არგუმენტს არ იზიარებს, არც შიდასახელმწიფოებრივ მდგომარეობას და არც ევროპულ სტანდარტებს. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, თუ დავუშვათ, სასამართლო საექსპერტო დასკვნა არ აქვს გამოძიებას მიღებული და ეს აფერხებს საქმის გადაგზავნას სასამართლოში, თუ მიმართული აქვს წინა სასამართლო ვადის ამოწურვამდე მხარეს არსებითი განხილვის პერიოდში, სასამართლო გამოძიებას შეუძლია, დაურთოს შემდეგ საქმეს. აქედან გამომდინარე, გამოძიების გაჭიანურების ახალი მეთოდი გამოიგონეს, რომელიც საერთოდ გაუქმებულია მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის საპროცესო 239-ე მუხლის მეორე ნაწილი იძლევა იმის საფუძველს, რომ მოგვიანებით მიღებულ შემთხვევაშიც კი მხარეს უფლება აქვს, წარადგინოს სასამართლოზე საექსპერტო დასკვნა.  მიუხედავად ამისა, პროკურატურა, აქცევს მისი ზეწოლის ქვეშ სასამართლოს  და უკანონოდ აგრძელებს გამოძიების და პატიმრობის ვადას. საქმეში დევს დაცვის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს არ შეუძლია ის ყველაფერი, რასაც ედავებიან. არ იზიარებენ ამ გარემოებას და კითხვაზე - ამ მონაცემების მქონე ადამიანს, მამრს, შეუძლია თუ არა შეასრულოს სქესობრივი აქტი? - ცალსახად პასუხობენ, რომ თურმე, შეუძლია. მსოფლიო მედიცინის საწინააღმდეგო რაღაც „ნოუჰაუ“ გამოიგონეს ხაშურის პროკურორმა და ხაშურის მოსამართლემ. თურმე, იმპოტენციის პირობებში შესაძლებელია სქესობრივი აქტის შესრულება და გაუპატიურება ქალის. ეს არის ძალიან სასაცილო რამ. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო.

_თქვენს მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა სასამართლომ მიიღო?

_მიიღო ექსპერტიზა, საქმეში დევს, მაგრამ არ იზიარებს. ყველაზე პატივსაცემი ექსპერტების მიერ დადგენილ ექსპერტიზას არ იზიარებენ. მამაკაცის სისხლში ტესტოსტერონის მდგომარეობა არანაირ ლტოლვას არ იწვევს საპირისპირო სქესისადმი. რადგან საერთოდ დაქვეითბული აქვს ყველანირი გრძნობები. დაავადებულია ადამიანი. თუმცა ესენი ამ მსოფლიოში დადგენილ გარემოებას, რომ ტესტოსტერონი არის განმსაზღვრელი სქესობრივი ლტოლვისას, არ იზიარებენ. ეს მსოფლიოში დადგენილი სტანდარტი არ მიიღეს და ახალი სტანდარტი გამოიგონეს „ხაშურსკი“.

_ აპირებთ თუ არა წინასწარი პატიმრობის ვადის გადაწევის მოთხოვნით გასაჩივრებას?

_ ჩვენ გუშინ გვქონდა სხდომა, მოსამართლემ, ფაქტობრივად, არ გაიზიარა არანაირი არგუმენტი, ხუთი ევროპული სტანდარტი მოვუყვანე მაგალითად მოსამართლეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს, თუმცა ყურებიც არ შეიბერტყა. პირდაპირ, შიშით-კანკალით, ჩაიბუტბუტა თავისთვის რაღაც. ისე იყო დაბნეული, რომ ერთი სული ჰქონდა, ჩაეტარებინა სხდომა. ბრალდებულს რომ სიტყვა უნდა მისცეს, ესეც გამორჩა ყველანაირი უფლებების დარღვევით. თქვა, რომ გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ აპელაციაში, 48 საათი გვაქვს გასაჩივრების, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. 

_რა მიზეზს ასახელებს სასამართლო, რატომ არ დევს ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა?

_ზუსტად ამ კითხვას ვსვამ მეც. თუმცა, პროკურორი მეუბნება, რომ ბრალდებული მოწმეებზე განახორციელებს ზეწოლას, ვითხოვე დამისახელეთ, რომელი მოწმე-მეთქი? - მოწმე არ ჰყავთ. რომელ მოწმეზე შეიძლება განხოციელდეს ზეწოლა თავისუფლებაში მყოფმა ბრალდებულმა? ამაზე ვერ მპასუხობს. მე მყავს 11 მოწმე გამოკითხული, მათ კი არც ერთი. ერთი პოლიციელი ჰყავთ გამოკითხული, რომელსაც თურმე, ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა, რომ ბრალდებული მანქანით იმყოფებოდა თბილისში. 

_ბავშვის დედა ხომ არ დაგკავშირებიათ თქვენ ან ბრალდებულის ოჯახს?

_ არა არ გამოდის კონტაქტზე. ბავშვთან ჰქონდა მამას კომუნიკაცია ერთხელ, თუმცა ეს კომუნიკაციაც გაურთულდა მამას. მე მოვითხოვე პროკურორისგან, რომ დაენიშნათ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და შეემოწმებინათ, ბავშვი რამდენად სწორად აღიქვამს და იმახსოვრებს ფაქტობრივ გარემოებებს და შეუძლია თუ არა მისი გადმოცემა. მაგრამ უარი მითხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ამის შემდეგ მე თვითონ დავნიშნე თბილისში ცნობილ ფსიქოლოგებთან საექსპერტო კვლევა და ვითხოვე ამ ბავშვის წარდგენა სამი დღის განმავლობაში, 16-17-18 ნოემბერს უნდა წარმოედგინათ, მაგრამ პროკურორმა ამაზეც უარი მითხრა და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი მაღალი ხარისხის ზეწოლა ხორციელდება ამ ბავშვზე, რომ მისი გასაჯაროებას ყველანაირად ერიდებიან.

_რას აპირებს ბრალდებულის ოჯახი?

_ რაც არსებობს ამ ხელისუფლების პირობებში, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ამოვწურავთ ამ ადამიანის დასაცავად.

ავტორი: სალომე ნოზაძე

 

არსებულ სკანდალურ საქმეზე „ვერსიის“ ჟურნალისტური გამოძიების სტატიები წაიკითხეთ აქ...

http://versia.ge/index.php/wprld/33-journ/1825-13-2

 

http://versia.ge/index.php/wprld/33-journ/1800-13