„დიდი ინტერესია სახალხო დამცველის მხრიდან... შეხვდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, გაესაუბრნენ მას და მპირდებიან, რომ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“ - შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი გაუპატიურების ახალი დეტალები

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ვერსია“ კვლავ ადევნებს თვალს, შიდა ქართლში მომხდარი საზარელი დანაშაულის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ 13 წლის  გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს. როგორც ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით არის ცნობილი, ამ დრომდე არ დევს საქმეში ექსპერტიზის დასკვნა. ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ ერთი თვის წინ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართა, რათა ამ საქმით დაინტერესდეს. „ვერსია“ დაუკავშირდა ზურაბ თოდუას, რათა გაგვეგო, რა ეტაპზეა გამოძიება და რა პასუხი მიიღო სახალხო დამცველისგან:

„მას შემდეგ, რაც პატიმრობის ვადა გაზარდა პროკურატურამ, სიახლე არ არის, არც არაფერი მტკიცებულება აქვთ მოპოვებული. ჩემი შუამდგომლობა, რომ დაეკითხათ ექსპერტი, რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა, უარს მეუბნებიან. ასევე სამხარაულის ექსპერტიზაში ჩემი მიმართვა, რომ დაესახელებინათ იმ ადამიანის სახელი, რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა, უარს მეუბნებიან. მინდოდა მისი გამოკითხვა, თუმცა უშედეგოდ. ძალიან გაურკვევლობაში ვართ. მოგეხსენებათ, სახალხო დამცველს მივმართე. მომწერეს, რომ შეხვდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, გაესაუბრნენ მას და მპრიდებიან, რომ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. ამ ეტაპზე მათი მხრიდან დიდი ინტერესია ამ საქმესთან დაკავშირებით. 28 იანვარს არის სასამართლო პროცესი, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა საქმეში კიდევ არ დევს, ამიტომ მათ კიდევ ერთხელ შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს და სასამართლომ კიდევ გაუგრძელოს ექსპერტიზას საგამოძიებო ვადა. “

 ავტორი: სალომე ნოზაძე

 ამავე თემაზე: http://versia.ge/index.php/wprld/2176-ninolomjaria?fbclid=IwAR21GXoQtLlLdDQLKxTbDy05fAxjs9phf4G-CbFVVnGqV5HPsjE_nAh25bc#.YbiT0yX9zHE.facebook

http://versia.ge/index.php/wprld/33-journ/1791-interviuprokur