13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პაპა ფსიქიკურად ჯანმრთელია! - ექსკლუზიური დეტალები შიდა ქართლში მომხდარი გაუპატიურების საქმეზე

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვერსიააგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის  გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებსრომ  მამის მამა მასზე  თითქმის 5 წლის განმავლობაში ძალადობდა. ჩვენ ამ თემაზე არაერთი სტატია გამოვაქვეყნეთ და კვლავ ვაგრძელებთ სკანდალური ამბის გამოძიებას. შეგახსენებთ, რომ ბავშვის გაუპატიურების საქმეში ექსპერტიზის დასკვნა ჯერ კიდევ არ დევს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა კიდევ რამდენიმე თვით გადავადდა. ბრალდებულის ადვოკატმა გაასაჩივრა პატიმრობის ვადა და „ვერსია“ დაუკავშირდა ზურაბ თოდუას, რათა გაგვეგო, დააკმაყოფილა თუ არა სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა. ასევე დავინტერესდით, რა ახალი დეტალები გამოიკვეთა ბოლო დროს აღნიშნულ სკანდალურ საქმეში? როგორც ადვოკატმა ექსკლუზიურად განგვიცხადა,  ბრალდებულის მიმართ ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ბრალდებულის ადვოკატმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართა... გთავაზობთ ინტერვიუს ზურაბ თოდუასთან:

_ბატონო ზურაბ, დაკმაყოფილდა თუ არა სასამართლოში თქვენი მოთხოვნა?

_ბრალდებამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა და დადგენილება „დაასაბუთა“ შემდეგნაირად: თურმე, მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა გაუპატიურების ფაქტების დასაბუთებული ვარაუდის შესაძლებლობას (ამ დროს, ვერც ერთ სხდომაზე, ვერ განმარტა, თუ რას გულისხმობს „მტკიცებულებათა ერთობლიობაში“, რომელ მტკიცებულებებს მოიაზრებს ამ ცნებაში, გარდა დაზარალებულის მეტად ბუნდოვანი ჩვენებისა)...

_რა მიიჩნიეს წინასწარი პატიმრობის გადავადების საფუძვლად და რატომ მიმართეთ სახალხო დამცველს?

_მათი პასუხი არის ის, რომ ბრალდებული მიიმალება, გაანადგურებს მტკიცებულებას და ხელს შეუშლის გამოძიებას. სწორედ ამიტომ მივმართე სახალხო დამცველს. ვფიქრობ, რომ ვალდებულია, ჩაერთს ამ ამბავში და თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

_როგორც ვიცი, თქვენი მოთხოვნით კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალდებულს, რა წერია ფსიქოლოგების დასკვნაში?

_2021 წლის 7 დეკემბერს, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ მიერ გაიცა ფსიქოლოგიური დასკვნა ბრალდებულზე, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებული სრულიად ჯანსაღი ფსიქიკის პირია და რაიმე  ნებელობითი სფეროს პათოლოგია, კერძოდ, „მიზიდულობათა დარღვევა“, რაც განაპირობებს სექსუალური ინსტიქტების გაუკუღმართებას (პედოფილია, სადიზმი, მაზოხიზმი, ფეტიშიზმი, ტრანსვეტიზმი და ა.შ) არ გამოვლინდა. ახლა კი აპელაციაში მიდის განხილვა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მე ბრალდებულის ექსპერტიზასთან ერთად დავნიშნე ბავშვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც, თუმცა უარი მითხრეს. ბრალდებულს კი დაუდგინდა სრულიად ჯანსაღი ფსიქიკა.

_საინტერესოა, რა წერია სახალხო დამცველთან გაგზავნილ ანგარიშში, იქნებ მოკლედ განგვიმარტოთ?

_ ბრალდებული, როგორც შშმ პირი, სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით იქნა დაკავებული და მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე იქნა გამოყენებული (დაკავების დღისათვის, ბრალდებას საქმეში გააჩნდა მხოლოდ დაზარალებულის ორი (ფაქტობრივად კოპირებული) ჩვენება და მუხედავად იმისა, რომ ფლობდა ინფორმაციას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის შედეგების შესახებ დაზარალებულის საქალწულე აპკის მთლიანობის თაობაზე;

რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ არ იქნა გაზიარებული ახალი არსებითი გარემოებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულს მისი ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო ჩაედინა სსკ 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლოების მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული ევროპული გადაწყვეტილებებით.  საპირისპიროდ დაცვის მიერ დასახელებული არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილებისა. მოსამართლეები, მხოლოდ შაბლონური ფორმის გადაწყვეტილებებს იღებენ, სადაც მიუთითებენ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. ამ დროს საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის ბრალდების მიერ წარმოდგენილი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ობიექტურ დამკვირვებელს გასჩენოდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შერაცხული ბრალით გათვალისწინებული დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა ბრალდებულმა.

ავტორი: სალომე ნოზაძე