საკეისრო კვეთა აუტიზმის რისკს ზრდის

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საკეისრო კვეთა აუტიზმის განვითარების რისკს ზრდის ბავშვებში - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვედი სპეციალისტები, კაროლინის ინსტიტუტიდან. მათ კვლევაში, დაახლოებით, 20 მილიონი ქალი მონაწილეობდა მსოფლიოს 19 ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ ისინიც, რომლებმაც ბუნებრივად იმშობიარეს და ისინიც, რომლებმაც ქირურგების ჩარევით გააჩინეს შვილები. აღმოჩნდა, რომ ბავშვებში, რომლებიც ხელოვნური ჩარევით მოევლინენ ქვეყანას, 33%-ით მეტი აუტისტია, გარდა ამისა, მათში 17%-ით უფრო ხშირად გვხვდება ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ჰიპერაქტიურობა. სწავლულთა მოსაზრებით, შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ახალშობილის კონტაქტს დედის მიკროფლორასთან, რაც ბუნებრივი მშობიარობისას ხდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის გამო, შესაძლოა, დაირღვეს პატარას იმუნური სისტემის განვითარება და ნეგატიურად აისახოს ტვინის მუშაობაზე.