2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენების თაობაზე ტრამპი განცხადებას გააკეთებს-ტრამპის თანაშემწე

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 15 ნოემბერს გამოაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წელს, განაცხადა მისმა ხანგრძლივმა მრჩეველმა, ჯეისონ მილერმა 11 ნოემბერს.

ყოფილმა პრეზიდენტმა, რომლის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა, და რომელიც 78 წლისა იქნება იმ დროს, როცა არჩევნები ჩატარდება, ამ კვირაში, შუალედური არჩევნების წინ, რესპუბლიკელი კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მინიშნება გააკეთა მორიგ საპრეზიდენტო კენჭისყრაზე და განაცხადა, რომ "ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას" გააკეთებს 15 ნოემბერს.

მილერმა პოდკასტში თქვა, რომ ტრამპმა მას უთხრა: "არანაირი შეკითხვები არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მე კენჭს ვიყრი".