რუსებმა კიევი დაბომბეს

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს Telegram პოსტის თანახმად, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში.

"ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები. საჰაერო შეტევის სირენები გრძელდება. დარჩით თქვენს თავშესაფრებში!"- წერს კლიჩკო.

კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.

უკრაინული telegram არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აფეთქების ხმები ისევ ისმის კიევში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავი ზღვიდან ოდესის რეგიონის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განხორციელდება.

უკრაინის საჰაერო ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 26 Shahed-136 ტიპის დრონი გაანადგურეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა, იური იგნატმა ისაუბრა.

"გუშინ ამ მიმართულებით 11 კამიკაძე დრონის განადგურების შესახებ გავავრცელეთ ინფორმაცია. 3:30-დან 7 საათის ჩათვლით, დამატებით 11 დრონი განადგურდა. ასე რომ, ამ ტერიტორიაზე ღამით ჩვენ 26 Shahed-136 გვყავს განადგურებული", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ჯამში, სამხრეთის მიმართულებით 100 ე.წ. კამიკაძე დრონია განადგურებული.

14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კუპიანსკის სიახლოვეს ჩამოაგდეს ირანული წარმოების დრონი - Shahed-136.