NATO-ში ფინეთისა და შვედეთის ელჩებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ალიანსის წევრობის აპლიკაციები გადასცეს.
„განაცხადი, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ არის ისტორიული ნაბიჯი. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს NATO-მდე მისასვლელ თქვენს გზაზე.
ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენ მობილიზებულები ვართ, რომ ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და მივაღწიოთ სწრაფ შედეგებს.“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ამის შესახებ NATO-ში ფინეთისა და შვედეთის ელჩებთან, კლაუს კორჰონენთან და ალექს ვერნოფთან შეხვედრისას ისაუბრა.
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში წევრობის განაცხადი შეიტანეს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი