მრავალშვილიან აფრიკელს ბავშვები აღარ უნდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უგანდაში მცხოვრები ფერმერი მუსა ხასჰია აცხადებს, რომ არ სურს, მეტი შვილი ჰყავდეს. 12-მა ცოლმა მამაკაცს 102 შვილი გაუჩინა.ერთ-ერთ ინტერვიუში ფერმერი აცხადებს, რომ მას ძალიან გაუჭირდა ასეთი მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვა. 102 შვილიდან, მუსას ოთხი მოუკვდა.მას ახლა 98 შვილი და 578 შვილიშვილი ჰყავს. 67 წლის მამაკაცის შვილები 10-დან 50 წლამდე ასაკისანი არიან, მუსას ყველაზე ახალგაზრდა ცოლი კი 35 წლისაა.

პრობლემაა ისიც, რომ მხოლოდ პირველი და ბოლო შვილის სახელები მახსოვს, დანარჩენებისას ვერ ვიმახსოვრებ, - აცხადებს ფერმერი. აფრიკელ მამაკაცს ოთხი ჰექტარი მიწა აქვს და მას ამუშავებს. ოჯახის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, ცხოვრებაც გაჭირდა, ამიტომ ცოლებთან ერთად გადაწყვიტა, რომ მეტი ბავშვი აღარ იყოლიონ. აღსანიშნავია, რომ უგანდაში პოლიგამია ოფიციალურადაა ნებადართული.