ვერტიკალურ ბაღებს გააშენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მალე აამოქმედებენ პროექტს - Сalle 30 Natura, რომლის ფარგლებშიც მადრიდის წრიული გზის გასწვრივ მდებარე ბეტონის კედლებს ვერტიკალური ბაღებით დაფარავენ. ტრასის სიგრძე, მთლიანობაში, 32 კილომეტრია. კედლებისთვის ისეთ მცენარეებს აარჩევენ, რომლებიც რთულ პირობებს გაუძლებენ. გამწვანებულ კედლებს მორწყვისა და მონიტორინგის ავტომატიზებული სისტემა ექნება. ამ ვერტიკალურ ბაღებზე დააყენებენ დაბინძურების მაჩვენებლებს, რომლის მეშვეობითაც ჰაერში საშიში ნივთიერებების დონეს განსაზღვრავენ. პროექტის რეალიზაცია სულ მალე, საპილოტე რეჟიმში, 400-მეტრიან მონაკვეტზე დაიწყება.