ჰოლანდიური ქალაქი ხორცის რეკლამას კრძალავს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰოლანდიური ჰარლემი პირველი ქალაქი იქნება მსოფლიოში, სადაც საზოგადოებრივ ადგილებში, ხორცის რეკლამა აიკრძალება. კანონი ძალაში 2024 წელს შევა. ამოქმედების ვადა მწარმოებლებთან უკვე არსებული კონტრაქტების გამო გადასწიეს. ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ღონიძიება კლიმატურ კრიზისთან ბრძოლაში დაეხმარებათ.

ჩვენ არ ვაპირებთ, ადამიანებს მივუთითოთ, რა მოხარშონ ან შეწვან საკუთარ სამზარეულოში. ვისაც ხორცის ჭამა უნდა, მიირთვას. თუმცა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კლიმატურ კრიზისზე და ამავდროულად, ადამიანებს ვერ მოვუწოდებთ, შეიძინონ ისეთი პროდუქტები, რომელთა წარმოებაც ამ კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია, - აცხადებენ კანონის ინიციატორები. 160-ათასიან ქალაქში, ხორცპროდუქტების რეკლამას აკრძალავენ ავტობუსებში, გაჩერებებზე, სითილაითებსა და ბილბორდებზე.