ბოთლებისგან ქარიშხალგამძლე სახლი ააგეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანადურმა ფირმამ - JD Composites, ქარიშხალგამძლე სახლი წარადგინა. ის 612 ათასი პლასტმასის გადამუშავებული ბოთლისგანაა აგებული. გადამდნარი ბოთლებისგან პლასტმასის პანელები დაამზადეს, რომელიც უძლებს ტენსა და ობს. როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, სახლი თანამედროვე, გამძლე, მსუბუქი გამოვიდა და ამასთან, საკმაოდ იაფიც დაჯდა. ჯერჯერობით, არქიტექტორებმა მხოლოდ ერთი ნიმუში წარადგინეს, თუმცა მიაჩნიათ, რომ გადამუშავებული ბოთლებისგან სხვადასხვა დანიშნულების უძრავი ობიექტების აშენებაც შესაძლებელია. სახლს შეუძლია გაუძლოს ყველაზე აგრესიულ, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალსაც კი. პლასტმასის პანელები ყველაზე მკაცრ პირობებში დატესტეს და მან გაუძლო ქარიშხალს, რომელიც 524 კმ/სთ სიჩქარით ქროდა. ასეთი სახლის სავარაუდო ღირებულება 375 ათას დოლარი იქნება.