საღეჭი რეზინი კორონას წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანელმა სწავლულებმა ექსპერიმენტული საღეჭი რეზინი შექმნეს, რომელსაც კვლევების შედეგების მიხედვით, შეუძლია ნერწყვში კორონავირუსის ნაწილაკების რაოდენობის შემცირება, „ომიკრონის“ შტამის დროს. საღეჭი რეზინი შედგება ცილა ACE2-გან, რომელსაც COVID-19 იყენებს უჯრედებში შესაღწევად და მათ დასაინფიცირებლად. ცნობილია, რომ ექსპერიმენტების დროს, მკვლევარები იმ პაციენტების ნერწყვს იყენებდნენ, რომელთაც „დელტა“ და „ომიკრონის“ შტამები ჰქონდათ. მათ შემთხვევაში, საღეჭი რეზინის გამოყენების შემდეგ, კორონავირუსის აქტივობა 95%-ით დაქვეითდა. კლინიკური ცდებისას, რომელიც სულ მალე დაიწყება, კორონავირუსიანი პაციენტი, ოთხი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, ოთხ ცალ ასეთ საღეჭ რეზინს დაღეჭავს.