"რუსებმა სევეროდონეცკი დაბომბეს, დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე"-გუბერნატონი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი Telegram-ზე იუწყება.

„სევეროდონეცკი დილიდანვე დაიბომბა. ზოგან ძლიერი დაბომბვის გამო მაშველები ორი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ხანძრის ადგილზე მისვლას. დაზიანდა მინიმუმ 8 სახლი. 18 მაისს ქალაქში ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა“, - აცხადებს გუბერნატორი. მისივე ცნობით, დაღუპულებს შორის სამი ქალია.