მრევლს ლუდით იზიდავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სლოვაკეთის პატარა სოფელ სკლენე-ტეპლიცაში მდებარე წმინდა ლუკას სახელობის ეკლესიაში, საკუთარი ლუდის ჩამოსასხმელი ონკანი გაჩნდა, რომელიც მსურველებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. ასეთი უჩვეულო იდეის ავტორი ადგილობრივი მღვდელია, რომელმაც გადაწყვიტა, ამ გზით მოიზიდოს ეკლესიაში მრევლი, ხელი შეუწყოს მათ ერთიანობას და წირვის შემდეგ, მრევლს მაშინვე სახლებში წასვლის სურვილი არ გაუჩნდეს. ლუდის ონკანიდან ჩამოსხმა მსურველს თავადვე შეუძლია. ნახევარი ლიტრი ქაფიანი სასმელის ღირებულება 22 ცენტია. იდეა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს ადგილობრივებმა და ტურისტებმაც, თავად მღვდელი კი აცხადებს, რომ ამაში არანაირი ცოდვა არ არის და მოციქულ პავლეს სიტყვები მოჰყავს: „ჭამთ თუ სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“.