„ჯოჯოხეთური“ მაღვიძარა არ მოგასვენებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც წესი, ადამიანებს დილით ადრე გაღვიძება ძალიან უჭირთ. ამას ვერც დროულად მომართული მაღვიძარა შველის. დილაობით, ზარის ჩასახშობად ღილაკი snooze რომ არ გამოიყენოთ, ამაში ახალი მოწყობილობა Ramos დაგეხმარებათ. ის მსოფლიოში ყველაზე აბეზარ, ჯოჯხეთუღ მაღვიძარად აღიარეს. საათი ყველას აიძულებს, დაყენებულ დროს გაიღვიძოს და გამოფხიზლდეს. ის თითქმის გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანმა ძილი შეიბრუნოს. Ramos-ის შემქმნელებმა მას საერთოდ არ დაუმონტაჟეს ღილაკი snooze. მას ვერც  დენის წყაროდან გამორთვა შველის, რადგან მაღვიძარა მაინც განაგრძობს წკრიალს და ადამიანის გაღვიძების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. გარდა ამისა, საათს ბლოკირების სიტემა აქვს, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაყენებული დრო შეცვალოთ. თუკი მაინც შეეცდებით ამას, მაღვიძარა „ბრაზდება“ და უფრო ხმამაღლა წკრიალებს. მსოფლიოში ყველაზე „ჯოჯოხეთური“ მაღვიძარას გამორთვის ორი საშუალება არსებობს - ის ან ჩაქუჩით უნდა დაამტვრიოთ, ანდა სამართავ კლავიატურაში კოდი შეცვალოთ. Ranos-ი 25 წლის ინჟინერმა შექმნა, რომელიც აცხადებს, რომ სწორედ დილით ადრე გაღვიძების პრობლემამ შთააგონა მსგავსი გაჯეტის შექმნა. როგორც ვარაუდობენ, მისი ნახელავი გასაყიდად ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოვა.