ტელევიზორი გემოს გადმოცემასაც შეძლებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონელმა პროფესორმა, ტოკიოს მეიძის უნივერსიტეტიდან, ჰომეი მიაშიტამ შექმნა მოწყობილობა, რომელსაც გემოების სინთეზირება შეუძლია. მან წარადგინა სატელევიზიო ეკრანის პროტოტიპი Taste The TV (TTTV), რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება საკვების გემოს შეგრძნება. პროფესორისა და მისი 30 სტუდენტისგან შემდგარი გუნდის გამოგონების მიზანია, ადამიანებმა სახლიდან გაუსვლელად შეძლონ და შეიგრძნონ იმ საკვების გემო, რომელიც მათგან შორს, თუნდაც დედამიწის მეორე მხარეს მზადდება. ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ტელევიზორზე დამონტაჟებულია ათი პატარა კონტეინერი სხვადასხვა არომატიზატორით, რომლებიც ერთდროულად ასხურებენ სითხეს სასურველი კომბინაციით. მისი გასინჯვა კი ეკრანის ალოკვით შეიძლება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ასეთი მონიტორის კომერციული პროტოტიპის წარმოება, დაახლოებით, 100 ათასი იენი დაჯდება.