ვირუსს საღეჭი რეზინით შეებრძოლებიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა სპეციალური საღეჭი რეზინი შექმნეს, რომელიც ნერწყვში ვირუსის რაოდენობას ამცირებს და ამით მის გავრცელებას უშლის ხელს - ასეთი ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო „როიტერმა“. გამოცემის ცნობით, ექსპერიმენტული საღეჭი რეზინი შეიცავს პროტეინს, რომელიც კორონავირუსის ნაწილაკებს აკავებს. საღეჭი რეზინი შეიცავს უჯრედების ზედაპირზე აღმოჩენილი ACE2-პროტეინის ასლებს, რომელსაც ვირუსი უჯრედებში შესაღწევად და მათ დასაინფიცირებლად იყენებს. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ახალი საღეჭი რეზინის მოხმარების შედეგად, ვირუსული დატვირთვა 95%-ზე მეტად დაეცა. მკვლევარების თქმით, ანტივირუსული საღეჭი რეზინის გემო ჩვეულებრივის მსგავსია და მისი შენახვა, ნორმალურ ტემპერატურაზე, წლების განმავლობაშია შესაძლებელი.