ჭარბწონიანები დიდხანს ცოცხლობენ?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჭარბი წონის მქონე ადამიანები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ამავე დაავადების მქონე, ნორმალური წონის ადამიანები. ასეთ პარადოქსულ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. ისინი 7.5 წლის განმავლობაში, 6 876 ვეტერანს აკვირდებოდნენ, რომელთაც გულის დაავადებები აწუხებდათ. მკვლევართა მონაცემებით, ამ პერიოდში, ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცთა 23% გარდაიცვალა. მეცნიერებმა მონაცემები ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით გააანალიზეს, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტონია. აღმოჩნდა, რომ ჭარბი წონის მქონე პაციენტებში სიკვდილის რისკი 35%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ნორმალური მასის მქონე ავადმყოფებში. ახალ მონაცემებს უფრო ადრინდელი კვლევების შედეგებიც ამყარებს. კერძოდ, დადგინდა, რომ ჭარბი წონა სიცოცხლეს უხანგრძლივებს გულის უკმარისობის მქონე ადამიანებს, ასევე მათაც, რომლებმაცც აორტა-კორონარული შუნტირების ოპერაცია გადაიტანეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიმსუქნის სასიკეთო გავლენის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელ მეცნიერთა გამოკვლევის შედეგები არ ნიშნავს, თითქოს ზედმეტი წონა სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მსუქან პაციენტებს სამკურნალო პრეპარატების დიდ დოზას უნიშნავენ, ან სასიკეთო როლს სხვა ფაქტორები ასრულებენ.