ბანკის კლერკები სუნამომ მოწამლა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უერტეს ერთ-ერთი ბანკის 34 თანამშრომელს ჰოსპიტალიზაცია სუნამოთი მოწამვლის შემდეგ დასჭირდა. BANK OF AMERICA-ში, დაახლოებით, 150-მა ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. გამოძახებულმა მედიკოსებმა თავიდან მხუთავი გაზით მოწამვლა ივარაუდეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ცუდად გახდომის მიზეზი სუნამო იყო. ჩანს, ის ბანკის ერთ-ერთმა თანამშომელმა მიისხურა. სუნამოს დასახელება ჯერჯერობით არ ხმაურდება. ადგილობრივ საავადმყოფოში 34 თანამშრომელი გადაიყვანეს, რომელთაც ძლიერი თავბრუსხვევა და გაძნელებული სუნთქვა აღენიშნებოდათ. სამართალდამცავებმა კი ოფისი ყველა თანამშრომელს დაატოვებინეს და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.