როგორ ამოვიცნოთ პოტენციური თვითმკვლელი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანის სისხლში არსებულ ბიომარკერებს შეუძლიათ აჩვენონ, დაასრულებს თუ არა ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით - წერს ბრიტანული გამოცემა სპეციალისტების კვლევებზე დაყრდნობით. მეცნიერები ამბობენ, რომ ფერმენტი SAT1 პაციენტებში, რომელთაც ბიპოლარული აშლილობა აქვთ, სუიციდურ მიდრეკილებებთანაა დაკავშირებული. ბიპოლარული აშლილობა ხასიათის მკვეთრი ცვლილებით გამოირჩევა. ამ დროს, ამაღლებულ განწყობას უეცარი აპათია ცვლის. მკვლევარები აღნიშნავენ კიდევ სამ მარკერს, მაგრამ ისინი სიუციდთან ასე ძლიერად არ არიან დაკავშირებულნი. მკვლევარებმა ბიომარკერების მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს იმ პაციენტების სისხლშიც, რომელთაც ფსიქიკური გადახრები აღენიშნებოდათ და კლინიკაში თვითმკვლელობის მცდელობის გამო მოხვდნენ. მეცნიერთა აზრით, მომავალში სუიციდის რისკის კლინიკურ და სოციალურ-დემოგრაფიულ ფაქტორებსაც განსაზღვრავენ. ამას დაემატება სისხლის ანალიზი და ეს საშუალებას მოგვცემს, თვითმკვლელობის შესაძლებლობა ვიწინასწარმეტყველოთ - მიიჩნევენ მკვევარები.