ატამი მკერდის კიბოს წინააღმდეგ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ატმის ექსტრაქტი აფერხებს სიმსივნის გავრცელებას. ექსპერიმენტისას, ეს ექსტრაქტი მღრღნელებზე გამოსცადეს. ცხოველებს კანქვეშ, მკერდის კიბოს აგრესიული უჯრედები შეუყვანეს, შემდეგ კი მათ ატმის ექსტრაქტიც მიაწოდეს. რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მღრღნელების ფილტვებში, მარკერი-გენის აქტიურობა დაქვეითდა - ეს კი მეტასტაზების შეფერეხებას მიანიშნებს. სწავლულები ამბობენ, რომ ამ მოვლენის საიდუმლო ფენოლურ ნაერთებში იმალება, რომელსაც ატამი შეიცავს. ეს ხილი, თუნდაც ორი-სამი ცალი, სპეციალისტების განცხადებით, შეიძლება თამამად ჩავრთოთ კვების ყოველდღიურ რაციონში, როგორც დამატებითი იარაღი კიბოს წინააღმდეგ. მიშვნელოვანია ისიც, რომ ბუნებრივი ნაერთები, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებს კლავენ, ჯანმრთელ უჯრედებს არ აზიანებენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებელია, ადამიანმა ხილი მთლიანად მიირთვას, რადგან მხოლოდ ატმის წვენს ასეთი შედეგი არ აქვს.