პომიდვრის წვენი წნევას არეგულირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტომატის წვენის წყალობით, შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი სწავლულები. მათ კვლევებში 500-ზე მეტი ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა. ერთი წლის განმავლობაში, ისინი ტომატის წვენს იღებდნენ, ოღონდ მარილის გარეშე. აღმოჩნდა, რომ მათგან 100-მდე მოხალისეს, რომელთაც ჰიპერტონია ჰქონდათ, მნიშვნელოვნად დაურეგულირდათ წნევა. გარდა ამისა, ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეებს, სისხლში ქოლესტერინის გადამტანი ლიპოპროტეინების დონეც შეუმცირდათ.