შეყვარებულმა წყვილმა უზარმაზარი ბრილიანტი იპოვა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა წყვილმა ჩრდილოეთ კალიფორნიიდან, პარკში უზარმაზარი ბრილიანტი იპოვა - მსხლის ფორმის ყვითელი, ძვირფასი ქვა, რომლის წონაც 4.38 კარატია. ის მერფრისბოროში, „ალმასების კრატერად“ წოდებულ ადგილზე აღმოაჩინეს. ჯერჯერობით, ბრილიანტის ღირებულება არ დაუდგენიათ. წელს ნაპოვნი ძვირფასი ქვებიდან, ეს ყველაზე დიდია. მთლიანობაში, „ალმასების კრატერში“, 1906 წლიდან დღემდე, 75 ათასზე მეტი ბრილიანტი იპოვეს. მათგან უდიდესი 1924 წელს აღმოაჩინეს - ეს „ბიძია სემად“ წოდებული ბრილიანტია, რომლის წონაც 40.2 კარატია.