სად გაიხსნა პლასტმასის ნაგვის მუზეუმი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინდონეზიელმა ეკოაქტივისტებმა, ქალაქ გრესიკში მუზეუმი გახსნეს, რომელიც მთლიანად პლასტმასის ნარჩენებისგანაა შექმნილი. გარემოსდამცველები აპირებენ, ამგვარად მაინც მიაპყრონ ყურადღება ოკეანის დაბინძურების პრობლემას. ღია ცის ქვეშ მუზეუმის მოსაწყობად, აქტივისტებმა სამი თვე დახარჯეს. ის 10 ათასი პლასტმასის ნარჩენისგან - ბოთლების, პაკეტებისა და სხვა ნაგვისგან შექმნეს, რაც „მწვანეებმა“ დაბინძურებულ წყალსა თუ პლაჟებზე მოაგროვეს. მუზეუმის მთავარი ექსპონატი ღვთაება - დევა შრის ქანდაკებაა, რომლის კაბაც პაკეტებისგან შექმნეს. მუზეუმი ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ის უკვე რამდენიმე ასეულმა სტუმარმა მოინახულა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს პლანეტაზე, ჩინეთის შემდეგ, ინდონეზია მეორე ადგილზეა - ზღვაში გადაყრილი პლასტმასის ნარჩენების რაოდენობით.