მუჰამედ ალის ნახატები აუქციონზე გაყიდეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის მიერ შესრულებული ნახატების კოლექცია ნიუ-იორკში, Bonham-ის აუქციონზე, 945 524 დოლარად გაიყიდა. BBC-ის ინფორმაციით, 26 ნახატისგან შემდგარი კოლექცია გასაყიდად კოლექციონერმა, როდნი ჰილტონ ბრაუნმა გაიტანა. მუჰამედ ალი, იგივე კასიუს კლეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი სპორტსმენია, თუმცა მისი მხატვრული ნიჭის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი.