შოკოლადი რეკორდების წიგნში მოხვდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილია, რომ შვეიცარიული შოკოლადი საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა ახალმა დესერტმა ყველა რეკორდი მოხსნა - 80-გრამიანი შოკოლადის ფილა Attimo, რომელიც შვეიცარიელმა სპეციალისტმა, ალენ მეტლერმა შექმნა, 645 დოლარი ღირს. ტკბილეული დამზადებულია კაკაოსგან, რომელიც 400 წელია მოჰყავთ ვენესუელის პატარა სოფელ ჩუაოში, ზაფრანა შვეიცარიული დასახლება - მუნდიდან არის. ფილაში, რომელიც 68% კაკაოს შეიცავს, ასევე, დამატებულია ფორთოხლის ჩიფსები და ხრაშუნა ორცხობილა. ამ პრემიუმ-კლასის შოკოლადზე მისი შემქმნელი ამბობს: მას უნდა დააცადოთ პირში გადნობა და თქვენ შეიგრძნობთ გრეიფრუტის, ლიმონისა და თამბაქოს ნოტებს. ეს უბრალოდ შოკოლადი არ არის, ეს უნიკალური გამოცდილებაა. Attimo გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს, როგორც ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადი მსოფლიოში.