ყავა კოვიდით დაინფიცირებას ხელს უშლის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოელდღიურად, ერთი ფინჯანი ყავის სასარგებლო არგუმენტები ამერიკელმა სწავლულებმა გაახმოვანეს, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ყოველდღიურად, ამ გამამხნევებელი სასმელის ერთი ჭიქაც კი, კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობას ამცირებს. კერძოდ, სწავლულები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში ერთ ან მეტ ფინჯან ყავას მიირთმევენ, 10%-ით ნაკლებად ინიციფირდებიან ვირუსით, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ყავას. სპეციალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ყავის მოხმარება ისეთ ბიომარკერებს უკავშირდება, როგორებიცაა CRP(C-რეაქტიული ცილა), „ინტერლეიკინ-6“ და სხვა, რომელთაც დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამოწვევა შეუძლიათ. გარდა ამისა, სწავლულებმა კვლევებისას ისიც შენიშნეს, რომ ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც ყავას მიირთმევენ, პნევმონიის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.