ჯორჯიის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად, სულ ოთხი დაღუპული და 30 დაჭრილია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯორჯიის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ამ დროის მონაცემებით, დაჭრილია 30-მდე ადამიანი.

როგორც ცნობილია ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა, მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევას გამოეხმაურა თეთრი სახლიც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს კოორდინაციას ფედერალებთან და ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.