პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა - განაცხადა პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფილიპ პრონინმა.
„დიდი ტრაგედია პოლტავას რეგიონისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მტრის თავდასხმას 41 სიცოცხლე შეეწირა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებსა და მეგობრებს. ხვალიდან რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება“, - წერს ის სოციალურ ქსელში.
ცენტრალური უკრაინის ქალაქზე რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო იერიში დღეს მიიტანა. ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულება და საავადმყოფო.
41 დაღუპული - პოლტავას რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი