ჩინეთში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა - დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში, შანდონგის პროვინციაში სკოლის ავტობუსი ხალხის მასაში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 12 ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი მოსწავლეებსა და მშობლებს დაეჯახა, როდესაც ისინი ქალაქ ტაიანში, სკოლის კარიბჭესთან იდგნენ. ცნობილია, რომ დაღუპულებს შორის 5 მოსწავლეა და 6 მშობელი.

სახელმწიფო მედიის ცნობით, მძღოლმა "კონტროლი დაკარგა", ის დაკავებულია, პოლიცია იძიებს მომხდარის მიზეზებს.