ვარკეთილი- 3-ის I მ/რ-ში 11 000 კვ.მ-ზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ვარკეთილი-3-ის I მ/რ-ში, 28-ე კორპუსის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამუშაოები 11 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი წყლის სისტემები, ასევე, ტერიტორია გამწვანდება.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 200 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს, გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.