მთავრობის მიერ საზღვრის გახსნის შემდეგ რუსეთში თვითმფრინავის ბილეთები დაიტაცეს!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში ტურიზმი ცოცხლდება

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა და კარანტინის პირობები შეარბილა,რუსეთის მოქალაქეები ავიაბილეთებს საქართველოს მიმართულებით მასობრივად ყიდულობენ.

მოგზაურობის სერვისის ანალიტიკოსებმა Tutu.ru-ს მონაცემების ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ავიაბილეთებზე საქართველოს მიმართულებით მოთხოვნა 34 თებერვლიდან, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განცხადების შემდეგ გაიზარდა - აღმოჩნდა, რომ მოგზაურები ავიაბილეთებს საქართველოს მიმართულებით, წინა ორი თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ექვსჯერ უფრო ხშირად ეძებენ.

აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში, მოსკოვიდან თბილისში ერთი ფრენის ღირებულება, სტამბულის გავლით 12 ათასი რუბლიდან, მინსკის გავლით კი - დაახლოებით 14 ათასი რუბლიდან იწყებოდა. ახლა კი უკვე გაყიდული ბილეთების საშუალო ფასი (მითითებული მიმართულებით) მარტიდან სექტემბრამდე თითქმის 19 ათასი რუბლია, რაც ერთნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2020 წელს და ორჯერ მეტია, ვიდრე 2019 წელს იყო.

ავიაბილეთებზე ესოდენ დიდი მოთხოვნა კი იმან გამოიწვია, რომ საქართველომ გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც შეეძლებათ ღიად გადაკვეთონ საზღვარი გარკვეულ პირობებში, 24 თებერვლიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებსაც, საშუალება ექნებათ, თავისუფლად შევიდნენ ქვეყანაში საჰაერო გზით. ქვეყანაში შესვლის პირობა იქნება COVID-19-ის უარყოფითი ტესტი.

რესპუბლიკის მთავრობამ 1 თებერვლიდან განაახლა კორონაპანდემიის გამო შეწყვეტილი საერთაშორისო ფრენები, ქვეყნის სახმელეთო საზღვრები კი დახურული დარჩება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისს, მხარეებს შორის ურთიერთობების გამწვავების შემდეგ.