ყველაფერი, რაც გასახურებელი თამბაქო IQOS-ის შესახებ უნდა იცოდეთ!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა მარკეტინგული ხრიკი აქვს „ფილიპ მორისს“

 

მაკა რუხაძე

 

იცით, რომ თამბაქოსგან მიყენებული ზიანის შემცირება გასახურებელ თამბაქოს შეუძლია? თამბაქოს პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი „ფილიპ მორისი“ გვარწმუნებს, რომ დიახ, ეს შესაძლებელია. მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო და უფრო მეტი რეპუტაციული ჯანდაცვის ინსტიტუტი იზიარებს თამბაქოს ზიანის შემცირების კონცეფციას და იმ მწეველებს, რომლებიც არ/ვერ ანებებენ თავს მოწევას, პოტენციურად ნაკლები ზიანის მქონე ალტერნატივებს სთავაზობენ. „ალტერნატივებს“ შორის, „ფილიპ მორისი“ ისეთ მოწყობილობებს ასახელებს, რომელთა მოხმარების პირობებშიც, თამბაქო ხურდება, მაგრამ არ იწვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი - NCDCკატეგორიულად ეწინააღმდეგება „ფილიპ მორისს“ და გასახურებელ თამბაქოს უკეთეს ალტერნატივად არ განიხილავს. მეტიც, დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებიხაზგასმით აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების თანახმად, მოწევის ერთადერთი ალტერნატივა თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის გამოყენებაზე სრული უარის თქმაა! ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტების გაიდლაინების მიუხედავად, ბოლო დროს, „აიქოსი“ და განსაკუთრებით, ერთჯერადი ელექტროსიგარეტი განსაკუთრებით პოპულარული გახდა.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, არცთუ დიდი ხნის წინ, სოციალური კვლევების ინსტიტუტმა სასტუმრო „რუმსში“ მედიისთვის მორიგი კონფერენცია გამართათემაზე- „თამბაქოს ზიანის შემცირება - როგორ დავაჩქაროთ პროგრესი“. ორგანიზატორებმა განმარტეს, რომ გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი მოწევის უკეთესი ალტერნატივაა, რადგან მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ სიგარეტის მოწევის შეწყვეტას. სხვათა შორის, „ფილიპ მორისი“ თავად აწარმოებს გასახურებელი თამბაქოს სისტემას, რომლის მარკეტინგული სახელია IQOS. ამ მოწყობილობის მომხმარებელი, სიგარეტის კვამლის ნაცვლად, ნიკოტინის შემცველ აეროზოლს ჩაისუნთქავს.

„არაერთ სანდო სამეცნიერო კვლევაშიმითითებულია, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივაა იმ ზრდასულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას. ეს მეცნიერულადაც დადასტურებულია. სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, საზოგადოებაში გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობის მიმართ უნდობლობა მაინც არსებობს. ამის მიზეზი კი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა, რაც სოციუმში დაბნეულობასა და ეჭვებს იწვევს. შედეგი? მწეველებს არ აქვთ წვდომა მოწყობილობის შესახებ ზუსტ ინფორმაციაზე, რაც ზღუდავს მათ არჩევანს. ეს კი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის დაკარგულ შესაძლებლობას წარმოადგენს“, - განაცხადა სოციალური კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, შორენა ჭოხონელიძემ.

კონფერენციას ონლაინ ჩაერთო „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ იურისტი, ნიკა ნანუაშვილი. ეს იმიტომ, რომ „ფილიპ მორისი“, სწორედ ბიზნეს-ასოციაციის წევრია. ნანუაშვილის თქმით,თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი ჯანმრთელობას აზიანებს, უბრალოდ, ზოგიერთი პროდუქტი - მეტად, ზოგიერთი - ნაკლებად:

„საუკეთესო არჩევანია მოწევის სრულად შეწყვეტა, თუმცა ბევრი ადამიანი ამას არ ან ვერ აკეთებს. რატომ არ შეიძლება, სიგარეტთან შედარებით, ნაკლებად მავნებელი ალტერნატივის შეთავაზება იმ ზრდასრული მწეველებისთვის, რომლებიც მოწევას არ/ვერ წყვეტენ, არ მესმის“, - უკვირს ნიკა ნანუაშვილს.

მისივე თქმით, თამბაქოს კონტროლის გამკაცრებასმოჰყვა ის, რომზუსტად იგივე პროპორციით გაიზარდა კონტრაბანდა და თუთუნის მოხმარება. ლამის ნახევარი ქვეყანა, აღნიშნა ნანუაშვილმა, შესახვევ თუთუნზე ზის. თამბაქოს კონტროლის გამკაცრების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტმა, დაახლოებით, 10 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.

„ამჟამად კანონი, პრაქტიკულად, ერთნაირად არეგულირებს, როგორც ჩვეულებრივ, ისე ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნული პოლიტიკა მოსწონთ. თუმცა, ჩვენ - საქართველოს ბიზნესასოციაცია - არ მივესალმებით ასეთ მიდგომას, რადგან ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ისედაც მცირე ბაზარს“.

ნიკა ნანუაშვილი ამბობს, რომ გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი ისე არ უნდა იბეგრებოდეს, როგორც თამბაქო. მეტიც, ელექტრონული სიგარეტი გასახურებელი თამბაქო „აიქოსი“, რომელიც ახლა ძალიან ძვირია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ მწეველებისთვის, რომლებიც მოწევის შეწყვეტას ვერ ახერხებენ:

„თითქმის ყველა დეპუტატი IQOS-ს ეწევა და რა გამოდის, მათთვის შეიძლება, ხოლო რიგითი მწეველებისთვის - არა?!“, - დასვა რიტორიკული კითხვა ნიკა ნანუაშვილმა.

როგორც აღვნიშნეთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - NCDCკატეგორიულად ეწინააღმდეგება გასახურებელი თამბაქოს აღქმას თამბაქოს ალტერნატივად. ეს იმიტომ, რომ ცენტრის სპეციალისტების განმარტებით, მოწევის ერთადერთი ალტერნატივა მისი გამოყენების აკრძალვაა.

„თამბაქოს ინდუსტრიას ახალი პროდუქტები შემოაქვს არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპების განსახორციელებლად, არამედ, საკუთარი მოგების მისაღებად“,- მიაჩნიათ NCDC-ის სპეციალისტებს.

იგივე მოსაზრებას აფიქსირებსარასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძეც. მისი თქმით, ეს კონფერენცია თამბაქოს მწარმოებელმა„დაასპონსორა“ზუსტად ისე, როგორც ერთი წლისწინ ივლისში, წინანდალში გამართული ღონისძიება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან თამბაქოს პოპულარიზაციისა და რეკლამების აკრძალვის შესახებ.მეტიც, ბახტურიძესმიაჩნია, რომ ამ ტიპის კონფერენციები „მარკეტინგული ხრიკებია“, რომლითაც „ფილიპ მორისი“ ცდილობს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თავისი ახალი პროდუქტით - „აიქოსით“დააინტერესოს.

სხვათა შორის, ამერიკის წამლის სააგენტო- FDA-მ,ოთხწლიანი განხილვის შემდეგ, 2020 წელს, „ფილიპ მორისის“ მიერ წარმოებული გასახურებელი თამბაქოს სისტემა IQOS-ს, „მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის“ - MRTP ავტორიზაცია მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებით,FDA-მ მწვანე შუქი აუნთო IQOS-ის მარკეტინგს შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით:

„IQOS-ის სისტემა ათბობს თამბაქოს, თუმცა არ წვავს მას; ეს მნიშვნელოვნად ამცირებს საშიში ან პოტენციურად საშიში ქიმიკატების წარმოქმნას; სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივი სიგარეტიდან მთლიანად IQOS-ზე გადასვლა მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას“.

მეორე მხრივ, FDA ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, „აიქოსი“სულაც არაა უსაფრთხო და მას არცFDA-ს მიერ ავტორიზებულის სტატუსი აქვს.

მართალია, IQOS-ის მწარმოებელი „ფილიპ მორისი“ ამტკიცებს, რომ მისი ახალი პროდუქტი მოწევის საუკეთესო ალტერნატივაა, თავად „აიქოსის“ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ გასახურებელი თამბაქო შეიცავს ნიკოტინს, რამაც იცის მიჩვევა (ადიქცია). მეტიც, ზოგიერთ მომხმარებელში, „აიქოსი“ იწვევს გულ-მკერდის ტკივილს, ხველებას, სუნთქვის გაძნელებას, პირისა და ყელის გამოშრობას, გინგივიტსადა გულისრევას. გარდა ამისა, ნიკოტინის შემცველი პროდუქცია არ უნდა მოიხმარონ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გულის დაავადებების მომეტებული რისკი, დიაბეტი ან ეპილეფსია. გასახურებელი თამბაქოს მოხმარება დაუშვებელია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

სტატიას კი იმ მთავარი გაფრთხილებით ვასრულებთ, რაც„აიქოსის“ ვებ-გვერდზეა მითითებული:

„საუკეთესო გზა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესამცირებლად, თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების შეწყვეტაა!“