ფინანსური დარღვევები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტორებმა რუსთავის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტი

ავტორი: მაკა რუხაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რუსთავის მუნიციპალიტეტით დაინტერესდა. ფინანსური აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2019-2020 წლების საქმიანობას ეხება. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო აუდიტორებმა რუსთავის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ფინანსური დარღვევები და ხარვეზები გამოავლინეს, მათ შორის, საბიუჯეტო რესურსების მართვაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სახელმწიფო შესყიდვებსა და ქონების მართვაში.

ხარვეზები საბიუჯეტო რესურსების მართვაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებობს, როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. აუდიტორების მტკიცებით, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რისგამოც, 2019-2020 წლებში, საბიუჯეტო მუხლის შესრულებას შესაბამისად - 9% და 12% დააკლდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით, 2019-2020 წლებშიმუნიციპალიტეტის შემოსულობები - 116 02ლარი, ხოლო გადასახდელები - 117 817ლარი იყო. ორივე საანგარიშო წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულაკერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხების ნაწილი. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგებიძირითადადვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლების, პარკებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2019-2020 წლებში, თავისუფალი ნაშთის სახით, რუსთავის მუნიციპალიტეტს არსებითი მოცულობის თანხები გააჩნდა, კერძოდ, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთი - 9 741 ლარი იყო. აუდიტორების მტკიცებით, ნაშთი სატენდერო ეკონომიებითა და შემოსავლების გეგმის გადაჭარბების გამო წარმოიშვია, უფრო ზუსტად, წლის ბოლო თვეებში, გეგმის ზევით მიღებული საგადასახადო და სხვა ტიპის შემოსავლებით.

მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით, განსაზღვრული იყო 2019 წლის ბოლოს დაგროვებული ნაშთიდან 8 169 ლარის გამოყენება, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების გამოყენებამ (კლებამ) 266 400 ლარი შეადგინა. საბოლოოდ, წლის ბოლოს, საბიუჯეტო ნაშთი 7 944 ლარი გახლდათ.  2019 წლის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, ნაშთი სატენდერო ეკონომიებითა და შემოსავლების გეგმის გადაჭარბებით წარმოიშვა.

 

ხარვეზები ინფრასტრუქტურულ პროექტებში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2019-2020 წლებში, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის გაფორმებული 156 ხელშეკრულებიდან, 60-ში შესულია სხვადასხვა ცვლილება, რაც უკავშირდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირებას. კერძოდ, პროექტებში არ იყო გათვალისწინებული ყველა სამუშაო, ხარჯთაღრიცხვებში არსებობდა შეცდომები, დაუზუსტებელი იყო მოცულობები და სხვა.

პროექტებში არსებული ხარვეზების გამო, იცვლებოდა სამუშაოების მოცულობები ან/და ემატებოდა ახალი სამუშაოები. ხშირ შემთხვევაში, ყველაფერი ეს, იწვევდა სამუშაოების დასრულების ვადების ზრდას. შედეგად, 28 ინფრასტრუქტურული პროექტი, საერთო ღირებულებით - 20 459 ლარი, დასრულდა 10-დან 92 დღემდე ვადაგადაცილებით და შესაბამისი სერვისები მოსახლეობას მიეწოდა დაგვიანებით. მაგალითად, 2019 წელსმუნიციპალიტეტმა შეისყიდა ასფალტ-ბეტონის გზისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით - 2 676ლარი.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ხელშეკრულებაში განხორციელდა 6 ცვლილება, მათ შორის, გაიზარდა ხელშეკრულების ღირებულება, დაზუსტდა მოცულობები და გეგმა-გრაფიკი. შედეგად, სამუშაოების საბოლოო მიწოდების ვადა 80 დღით გაიზარდა.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რუსთავის მუნიციპალიტეტმა 178 400 ლარის ღირებულების ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეისყიდა, რომელიც გონივრულ ვადაში არ გამოუყენებია.

 

ხარვეზები შესყიდვების პროცესში

როგორც მოსალოდნელი იყო, ხარვეზები დაფიქსირდა სახელმწიფო შესყიდვებშიც. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტმა და მის მიერ დაფუძნებულმა სუბიექტმა სახელმწიფო შესყიდვის პროცესი წარმართეს დადგენილი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ და არაეკონომიურად დახარჯეს საბიუჯეტო რესურსი.

2019 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა საჯარო სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაციის მიზნით, რომლის ღირებულება 75 700 ლარი იყო. ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზეკომისიამ განახორციელა ყველაზე დაბალი ფასის - 57 500 ლარის წარმდგენი პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. კერძოდ, კომისიამ მიუთითა, რომ დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში, „ზედნადებიხარჯების“ პროცენტის ოდენობა არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ნორმას. გადაწყვეტილების მიღებისასკომისიამ არ გაითვალისწინა, რომ ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმის დაცვა სავალდებულო იყო არამიმწოდებლისთვის, არამედმხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემდეგსაბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა სხვა პრეტენდენტთან, რომმაც 69 200 ლარი დააფიქსირა, რაც 11 700 ლარით მეტი იყო პირველი პრეტენდენტის ფასზე“.

გარდა ამისა, 2019 წელს, რუსთავის მერიის დაფუძნებულმა ააიპ „რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა“ განახორციელა გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების შეძენა-მონტაჟის შესყიდვა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ვაჭრობის ეტაპზე, გამარჯვებულ პრეტენდენტს შემსყიდველმა მოსთხოვა დოკუმენტაციის დაზუსტება და რამდენიმე პუნქტის გასწორება მოსთხოვა. ამასთან, კომისიამ სრულად არ განსაზღვრა დასაზუსტებელი პოზიციები და არ დააფიქსირა, რომ პრეტენდენტის წინადადებას არ ახლდა ელექტრონული ხელმოწერა ან/და ელექტრონული ბეჭედი. შედეგად, პრეტენდენტმა დაზუსტებული დოკუმენტაცია წარადგინა ხარვეზით, რის გამოც დააჯარიმეს. ამის შემდეგ, რუსთავის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა მომდევნო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტთან, ხოლო შესასყიდი მომსახურების ღირებულება 5 100 ლარით გაიზარდა.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვებითი მომსახურების შესყიდვისას, პროცესის არასათანადოდ წარმართვის გამო, რუსთავის მუნიციპალიტეტმა დაკარგა არსებითი მოცულობის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. რუსთავის მერიისა და მის მიერ დაფუძნებული სუბიექტის მიერ, პრეტენდენტების კანონშეუსაბამო დისკვალიფიკაციის შედეგად, მუნიციპალიტეტმა 16 800 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

 

ხარვეზები ქონების მართვასა და შემოსავლებში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შემოსავლების ადმინისტრირების მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმები სუსტია. 2021 წლის 1 იანვრისთვის, გადაუხდელი საიჯარო თანხა 144 000 ლარი იყო. მუნიციპალიტეტის ინტერესების დასაცავად, მერია არ ატარებდა ქმედით ღონისძიებებს დავალიანების მქონე მოსარგებლეების მიმართ.

2019-2020 წლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტს სარგებლობის უფლებით გაცემული ჰქონდა 78 ობიექტი (მათ შორის, 41 - აღნაგობის, ხოლო 37 ქირავნობის ფორმით). მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ დაწესებია შემოსავლების დროულად მიღებაზე. კერძოდ, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გადაუხდელი იჯარის თანხა 124 200 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის 1 იანვრისთვის - 144 000 ლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდში, 78 ობიექტიდან დავალიანება ერიცხებოდა 55 სუბიექტს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლეების ნაწილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ იხდიდა სარგებლობის საფასურს. 2019 წლის დასაწყისში, 18 მოსარგებლის შემთხვევაში, მათი დავალიანება წლიური სარგებლობის საფასურს თითქმის რვაჯერ აღემატებოდა. მეტიც, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სარგებლობის ფორმით გაცემული ზოგიერთი მუნიციპალური ქონების საფასური ნაკლები იყო საბაზრო ფასზე, რის გამოც ადგილობრივმა ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგა. მიუხედავადა მისა, რუსთავის მერიას არ გაუტარებია ქმედითი ღონისძიებები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.