ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არის ნათია თურნავას მოადგილე, რომეო მიქაუტაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა. ნათია თურნავას ახალი მოადგილე ენერგეტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, 2019 წლიდან, რომეო მიქაუტაძე შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტოი იყო

 

რომეო მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009-2019 წლებში, ის წამყვან, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა საჯარო უწყებებსა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ენერგოკომპანიებში. მათ შორის, 2017-2018 წლებში, ჯერ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო შემდეგ ორი უწყების - ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად, გაერთიანებულ სამინისტროშიც მინისტრის მოადგილე გახლდათ.

2018-2019 წლებში, რომეო მიქაუტაძემ საქმიანობა განაგრძო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად, შემდეგ კი შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელად.

მინისტრის მოადგილეს ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ენერგეტიკულ კომპანიაში, მათ შორის, ისეთ ჰიდროელექტროსადგურებში, როგორებიცაა „ვარციხე ჰესების კასკადი“, „ზაჰესი“, „ხრამჰესები“, „ჩხოროწყუჰესი“.

მას, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტის - 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის - ჯახუნდერი-მესტიის მშენებლობისთვის.


რომეო მიქაუტაძემ ამ პოსტზე ნათია თურნავას ყოფილი მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი ჩაანაცვლა. თვალაბეიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე და ენერგეტიკის სექტორს კურირებდა. ორიოდე დღის წინ, დავით თვალაბეიშვილი სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა.