ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლი აშენდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტს ახალი ასაფრენი ზოლი ექნება, ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულება, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების მიმართ ამ პროექტის განხორციელებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გადადგმა დაევალა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორია გამოაცხადა 7.2 მილიონი ლარის შესყიდვა, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ასაფრენი ზოლის მშენებლობას უკავშირდება, თუმცა მითითებულია რომ აღნიშნული შესყიდვა საიდუმლო გრიფით განხორციელდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდის ტემპით საქართველოში #1 ადგილზეა და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს. 2023 წელს ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 109%-ით გაიზარდა და მან 1,671,198-ს მიაღწია.