„ქართული ოცნების“ ახალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღანელობდა. საბჭოს 22 კაციანმა შემადგენლობამ განიხილა საქართელოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატურა.

საქართელოს ახალი კონსტიტუციით პრემიერობის კანდიდატს უმრავლესობით მოსული პარტია წარადგენს.  გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ახალი პრემიერის არჩევამდე უფლებამოსილება არ უწყდება მინისტრთა კაბინეტს ხოლო კანდიდატურების შეცვლის უფლება და ახალი კანდიდატურების წარდგენა შეუძლია მხოლოდ ახლადარჩეულ პრემიერს. 

დღეს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის კანდიდატურაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დახურულ სხდომაზე განიხილება. დღესვე მმართველი პარტია ახალი პრემიერის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.