110 ახალი სტატია

კოვიდით ლაგამამოდებული ტრამპი და კონსერვატორების ვატერლოო - ნესტან კირთაძის პოლიტანალიზი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექსპერტი ნესტან კირთაძე სოციალურ ქსელში აშშ-სა  და მსოფლიოში პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს:

- რონი, რა ხდება მანდ, გვეტყვით რამეს?
პირდაპირ ეთერში ასე ემოციურად მიმართა ამერიკელმა ჟურნალისტმა შესვენებაზე მცირე ხნით გამოსულ პრეზიდენტ რეიგანს, რომელიც პირველ შეხვედრას მართავდა, მისგანვე ბოროტების იმპერიად წოდებული საბჭოთა კავშირის მეთაურთან, მიხეილ გორბაჩოვთან, ჟენევაში.
მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალყურს ამ ურთულეს შეხვედრას, რომელსაც მარგარეტ ტეტჩერმა შეუწყო ხელი და იწყებდა ახალ მსოფლიო პროცესს და წესრიგს.
დასავლეთში, კონსერვატორი ლიდერების ვარსკვლავთცვენა იყო მაშინ, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო...
...
ვერ მოხდა ტრამპის რეიგანიზაცია.
აქტიურად კი მიჰყვა მის ეკონომიკურ პოლიტიკას და წარმატებითაც, უარღესად საინტერესო და თითქმის მოულოდნელი, ექსკლუზიური საგარეო სვლებიც განახორციელა, მაგრამ ლაგამი ერთდროულად ამოსდო კოვიდმაც და მემარცხენე ლიბერალურმა რადიკალიზმმა.
...
ისტორიამ ამერიკელი პრეზიდენტების მკვლელობების ისტორიებიც იცის, ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკის გამო და პელოსის იმპიჩმენტი რა მოსატანია, მაგრამ ყველა ხვდება, რომ უდიდესი ცვლილებების წინაშეა ახლა (ც) მსოფლიო.
არის თუ არა ეს პროცესები კონსერვატორების ვატერლოო ზოგადად?! რომლის დაანონსებული ვიზუალიზაციაც ვნახეთ სულ ახლახან.
ვნახეთ ,, ... წაქცეული ლინკოლნის, ჯეფერსონის და სხვათა ძეგლები, მუქარები, რომ ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლსაც დაამხობენ, ჩერჩილის შეფუთული ძეგლი ბრიტანეთში, რომ მარტივად ვერ დაამხონ, გერმანიაში წითლად დათხვრილი ბისმარკის ძეგლი’’, ვნახეთ ცეცხლს მიცემული ძველი ეკლესია და ქალაქები და მთელს ამ პროცესში გაჩენილი კიდევ ერთი და საშიში კომპონენტი, ,,იმიტომ, რომ ესენი ყველანი „რასისტები იყვნენ“...
რა შინაარსის მემარცხენე რადიკალიზმი ბრუნდება ახლა, მომავალი 30 წლიანი ციკლით და როგორი იქნება ახალი ექსპერიმენტი, რომელსაც ციფრული სამყაროს გიგანტები, მათ შორის მედია გიგანტები წარმართავენ...
ამ კითხვებზე პასუხები, ვფიქრობ, ნედლი და ნაჩქარევია ჯერ.
ამ კითხვებზე პასუხს პოლიტიკის მენიერების, პოლიტიკის ფილოსოფიის, გეოპოლიტიკოსების და სხვათა პროფესიონალური ანალიზი სჭირდება და ერთიც:
ფიქრისა და ანალიზის დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს სად ვართ, სად, რომელ მოსახვევში შეჩერდება, ან რომელ უღელტეხილს შეუდგება ჩვენი სამშობლო- საქართველო ?!
სადამდე მიიყვანს ის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ჯვარი, რომელიც მისი ისტორიული ტვირთიც არის და შვებაც- ბრძენი მმართველების დროს.
. . .
ღმერთმა დალოცოს საქართველო, ჩვენი მრავალეთნიკური სამშობლო!
ღმერთმა დალოცოს ამერიკა და ამერიკელი ხალხი!
ღმერთმა მშვიდობა და წარმატება მოუვლინოს მსოფლიოს!
ძველით ახალ წელს გილოცავთ, სიყვარულით

ნესტან ელისაბედ კირთაძე
14 იანვარი 2021